შარლ მიშელი - გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში - ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ევროპელ, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და მსოფლიოს ვუგზავნით

დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში - ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ევროპელ, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და მსოფლიოს ვუგზავნით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, ეს „ნათელი არჩევანია“.

“სამიტს, რომელიც დასრულდა, ისტორიული განზომილება ჰქონდა, ვინაიდან, გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გავხსნათ და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივცეთ საქართველოს. ასევე, გადავწყვიტეთ მოლაპარაკებები გავხსნათ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო დონეს მიაღწევენ…

ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმედის ლოგიკით, თავდაჯერებულობის ლოგიკით, და ეს ნათელი არჩევანია, ვინაიდან სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს ვუგზავნით”, - განაცხადა მიშელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს