ურსულა ფონ დერ ლაიენი - გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს

ევროპულმა საბჭომ გაფართოების კუთხით ნაბიჯების წინ გადადგმის გადაწყვეტილება მიიღო და ეს იქნება ჩვენი საერთო ისტორიის გარდამტეხი მომენტი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან და გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, ასევე გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან როგორც კი საჭირო კრიტერიუმები შესრულდება. ჩვენ მტკიცედ გავიმეორეთ ჩვენი კოლექტიური ვალდებულება ისეთი მომავლის მიმართ, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანა ჩვენი კავშირის ნაწილია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს.

„ვფიქრობ, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს. გაფართოების მიზეზი ისეთი ძლიერი და უდავო, როგორიც არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის მსოფლიოში, რომელიც მრავალი კრიზისით არის შეძრული. ეს არის ინვესტირება სტაბილურობაში, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაში და დემოკრატიაში“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე