ურსულა ფონ დერ ლაიენი - შთამბეჭდავია იმის ხილვა თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია და სიჩქარე

როგორც იცით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ასე რომ, ეს დამოკიდებულია თავად ქვეყანაზე, რომელსაც სურს ევროკავშირს შეუერთდეს, თუ რამდენად სწრაფად სურს მას ევროკავშირთან და მის პრინციპებთან დასაახლოებლად საჭირო რეფორმების გატარება , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შთამბეჭდავია იმის ხილვა თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია და სიჩქარე.

„ის, რისი დანახვაც ბოლო 18-20 თვის მანძილზე იყო შესაძლებელი არის ის, რომ რეგიონში არსებობს სიღრმისეული გაგება, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, უნდა აირჩიო მხარეები, „ნაცრისფერი ზონები“ აღარ არსებობს. ჩემზე შთამბეჭდავად იმოქმედეს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და რომლის შესახებაც გაფართოების შესახებ ანგარიშშია საუბარი, თუ რამდენად გაიზარდა მათი ამბიცია და სიჩქარე იმ რეფორმების გატარების კუთხით, რომელიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. კარგი იქნებოდა, ეს ომთან არ ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ შთამბეჭდავია იმის ხილვა, რომ ამ ქვეყნებმა ძალიან მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს