საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ბათუმშიც აღნიშნეს

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ბათუმშიც აღნიშნეს.

სიმბოლურად ევროპის მოედანზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს.

ევროპის მოედანზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც მივიდნენ.

შეკრებილების თქმით, გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა.

“შინ ევროპისკენ, ეს არის ჩვენი მთავარი ლოზუნგი. ევროპა ჩვენი ოჯახია, ქართველი ხალხი ღირსეულად იმსახურებს, რომ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამ ისტორიულ მოვლენას აღვნიშნავთ, წინ მნიშვნელოვანი პროცესები იწყება, რასაც ქვეყანამ წარმატებით უნდა გაართვას თავი”, - აღნიშნავენ შეკრებილები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს