ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფინეთის ელჩმა ნიკოლოზ სამხარაძეს მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მათივე ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს 2024 წლის გეგმები და ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

„მხარეებმა ისაუბრეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!