ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის შენობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

"ქუთაისმა ღირსეულად აღნიშნა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

ქალაქის ქუჩებში დილიდანვე გამოფენილმა საქართველოს და ევროკავშირის დროშებმა განსაკუთრებული ელფერი შესძინა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნას, საღამოს კი, ევროკავშირის დროშის ფერებში გავანათეთ მერიის ადმინისტრაციული შენობა.

ქუთაისის-უძველესი ევროპული ქალაქის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას!" , - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება