გიგი გიგიაძე - საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საკითხი იმაშია, რამდენად მოინდომებს, რომ პროცესი დაჩქარდეს - აუცილებელია ხელისუფლებამ 100%-ით შეასრულოს რეკომენდაციები, სენტიმენტები აღარ იქნება

ახლა, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ 100%-ით, ზედმიწევნით შეასრულოს განსაზღვრული 9 რეკომენდაცია. მომდევნო წლის ბოლოს, ჩვენ აღარ ვიქნებით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, აღარ იქნება ეს სენტიმენტები, რომელიც აქამდე არსებობდა და 9 რეკომენდაციიდან აღარ ჩაგვითვლიან, მხოლოდ და მხოლოდ, 3 რეკომენდაციას შესრულებულად. ეს იქნება სრულიად სხვა დამოკიდებულება საქართველოსადმი , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ ერთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა შემდეგ შეფასება მოხდება საქართველოს მიერ ზედმიწევნით შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დღეს,სამწუხაროდ, მოვისმინეთ ისევ იგივე რიტორიკა, ისევ ის სიტყვები, ფრაზეოლოგია, „ერთ ფეხზე დგომა“, „ცალ ფეხზე დგომა“, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვაიძულებდა და ა.შ. ჩემი აზრით, ახლა, მთავარია ძალიან კარგად გავიაზროთ, თუ სად იმყოფება საქართველო. საქართველომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს არის შეუქცევადი პროცესის დასაწყისი, ვინაიდან, კანდიდატობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ადრე, თუ გვიან და ვიმედოვნებ, რომ უფრო ადრე, ვიდრე გვიან, საბოლოო ჯამში, გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს. ახლა, უბრალოდ,საკითხი არის იმაში, თუ რამდენად მოინდომებს საქართველოს ხელისუფლება და რამდენად მოვინდომებთ თითოეული ჩვენგანი, რომ ეს პროცესი, რაც შეიძლება დაჩქარდეს და რაც შეიძლება უფრო სწრაფად მივიღოთ ის, რაც სამწუხაროდ, დავკარგეთ 20 თვის წინ, ივნისში, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და ასევე რეკომენდაციები, იმ დროს ჩვენ მივიღეთ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა“ , - განაცხადა გიგიაძემ.

მისი თქმით, კანდიდატობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის მხოლოდ მინიმუმი იმისა, რისი მიღებაც საქართველოს შეეძლო და „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ დავკარგეთ ის შესაძლებლობა, რომელიც ნამდვილად შეგვეძლო გვქონოდა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად“.

მისი თქმით, ქვეყანას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული აქვს 9 რეკომენდაცია, რომელიც უკრაინას და მოლდოვას უკვე ჰქონდა განსაზღვრული. მისი განცხადებით, საქართველოს შეფასება კი, მოხდება ცალკე, რაც რეალობას ნამდვილად ცვლის.

„რასაკვირველია, დრო მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ყველაზე უარესი შემთხვევიდან, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წელს უკვე აღარ იქნება ისეთი ხელსაყრელი პირობები საქართველოსთვის, როგორიც იყო გასული 20 თვის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ და გავითვალისწინოთ, რომ ევროპარლამენტში მომდევნო წელს იქნება არჩევნები, რომლის შედეგად ასევე შედგება ახალი კომისია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტენდენციები იცვლება ევროკავშირში, რამდენიმე ქვეყანაში იქნება არჩევნები და უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ რასაკვირველია, შესაძლებელია ეს ხმა, განწყობები გაფართოების მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები კიდევ უფრო გაძლიერდეს ევროკავშირში. დრო მუშაობს ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ. ამიტომ, იყო და რჩება მნიშვნელოვნად, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ სრულიად უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საუკუნეში ერთხელ შეიძლება გაეხსნას ნებისმიერ ქვეყანა. ამისთვის, ახლა აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ უკვე 100%-ით, ზედმიწევნით შეასრულოს ის 9 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ განგვისაზღვრა ევროკავშირის კომისიამ“, -განაცხადა გიგიაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის