კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გვიან ღამით, რუსები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს დაესხნენ თავს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ რუსების თავდასხმას მსხვერპლი და სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია.

„საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე გაანადგურა“, - განაცხადა სერგეი პოპკომ.

პოპკოს ცნობით, მიმდინარე თვეში ეს რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მეექვსე შეტევა იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება