გერმანიის თავდაცვის მინისტრი  - ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს

ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს , - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„ჩვენ, ევროპელები, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაერთვება“, - განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა უკრაინაში საბრძოლო ძალისხმევა შეინარჩუნოს, ასევე, ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას.

„ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი პოზიციების დაკავება გვსურს აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატოს თავდაცვითი გეგმების შესაბამისად“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს