პეტრე ცისკარიშვილი - საქართველომ მიიღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი - ამ მომენტში ნუ დაგვავიწყდება აშშ-ის როლი, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკურად გამბედავი ნაბიჯის გადადგმა რთული იქნებოდა

მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, როგორც იქნა, საქართველომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დამსახურებაც არ უნდა დაიკარგოს.

„მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპულ საბჭოს, იმ ინსტიტუციებს, ყველას, ვინც ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში იღებდა და საქართველომ, როგორც იქნა, მიიღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. მართლაც, ჩვენ, ქართველი ხალხი, საუკუნეების მანძილზე, ქართული სახელმწიფოებრიობა, როცა ის არსებობდა, ყოველთვის მიისწრაფოდა დასავლეთისკენ და ევროპისკენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ მომენტში ნუ დაგვავიწყდება შეერთებული შტატების როლი, რადგან მათი მხარდაჭერის, მათი ზურგის გარეშე, შავი ზღვის აღმოსავლეთით გადმოსვლა და რუსეთს, როგორც მიაჩნია დღეს, რომ სამხრეთ კავკასია მისი უკანა ეზოა, ასე პოლიტიკურად გამბედავი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად რთული იქნებოდა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება