აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განხორციელდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართული მხრიდან დოკუმენტის პარაფირება განახორციელეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ბრიუს შვარცმა.

„ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში. საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ძალიან საინტერესო თანამშრომლობის გასული სამი ათწლეული ჩვენი ურყევი მეგობრობის დემონსტრირებაა და ეს ისტორიული დოკუმენტი ამ პარტნიორობის შედეგია. ვამაყობ, რომ ჩემი ოფისი მრავალი წელია წარმოადგენს ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში ორი ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას სათავეში უდგას. ხელშეკრულების გაფორმების საბოლოოდ ძალაში შესვლის პროცესი დამატებით სხვა ეტაპებსაც მოიცავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყანა ერთობლივად შეძლებს საჭირო პროცედურები უმოკლეს ვადებში შესრულებას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ პარაფირების ცერემონიაზე.

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას მიმდინარე წლის იანვარში, ამერიკულ მხარესთან თბილისში გამართული მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომელთაც ხელშეკრულების საბოლოო ტექსტის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება