პეტრე ცისკარიშვილი - ვხვდებით აშშ-დან ჩვენს პარტნიორებს, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის

ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, ვხვდებით აშშ-დან ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში გაგვაცნობენ საარჩევნო კამპანიის წარმართვის სტილს, რომელსაც ჩვენც შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა,

როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, პარტნიორები სამი დღის განმავლობაში მათ საარჩევნო კამპანიის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

„მოგეხსენებათ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, პოლიტიკური ტექნოლოგიები, ინსტრუმენტები, სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაცია, საარჩევნო კამპანიის დინამიკურად წარმართვის პროცესები იცვლება დროთა განმავლობაში და ამაში, როგორც ბევრ სხვა სფეროში, აშშ -ში გაცილებით წინ არიან წასული, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენ მადლობა გვინდა ვუთხრათ IRI -ს „ლიდერშიფ“ ინსტიტუტს, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამ სამ დღიან coaching ტრენინგს, სესიებს ჩაგვიტარებენ, თუ როგორ ხდება აშშ-ში კერძოდ, რესპუბლიკელების პარტიაში შიგნით, "პრაიმერისით" დაწყებული, გაგრძელებული დიდ არჩევნებამდე - იქნება ეს კონგრესის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები.

ამ ტექნოლოგიებს, კომუნიკაციებს, სოციალური ქსელების გამოყენებას, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს, ნიუანსს მოგვიყვებიან, გაგვიმხელენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად მათ გამოვიყენებთ მომავალ საარჩევნო კამპანიის დროს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს