ირაკლი ქარქაშაძე -  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა აპრილში გვექნება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაიწყეს.

საქართველოს აეროპორტების განვითარების ინფორმაციით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი და სააეროდრომო ნაწილი დაათვალიერეს და არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები ადგილზე შეისწავლეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ერთად გენერალური განვითარების გეგმისათვის საჭირო პროცედურებს და დოკუმენტაციას ადგილზე შეისწავლიან.

,,ჩვენ IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად დავათვალიერებინეთ ქუთაისის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო მგზავრების მომსახურების მიმართულებით. სამუშაო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს და აპრილში გვექნება ქუთაისის აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ სად და როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი აეროპორტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც IATA-ს მასშტაბის ორგანიზაცია დეტალური დოკუმენტაციის შემუშავებისთვის არის მოწვეული საქართველოში”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

IATA-ს წარმომადგენლები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში. მასტერპლანი არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს