ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo საჰაერო ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დღესთან დაკავშირებით დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე და DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარიამ დევიძე დაესწრნენ. პირველ რეისს კოპენჰაგენიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, რეისის პირველ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით სრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება