ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერო-ს სააგენტო გადარჩენილებზე დაყრდნობით იუწყება, რომ როდესაც გემმა ქალაქი ზუვარა დატოვა, მასზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გემი მაღალმა ტალღებმა გადაფარა და 61 მიგრანტი, მათ შორის ბავშვები, დაკარგული და სავარაუდოდ დაღუპულია.

შეგახსენებთ, ლიბია ერთ-ერთი მთავარი გამგზავრების პუნქტია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპაში შესვლას ცდილობენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება