გიორგი გახარია - მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ - არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, ტატუნაშვილი, ოთხოზორია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამისთვის სიცოცხლე გასწირეს.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, პირველ რიგში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს უკავშირებენ. აბსოლუტურად მიუღებელი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იძახის და ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა თურმე, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო ან აქედან, „ოცნება“ თავის ბელადს... არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, არ გახსენებიათ საერთოდ არავინ, ის ხალხი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სიცოცხლე დადეს იმისთვის, რომ ქვეყანას შესძლებოდა გამხდარიყო ღირსეულად ევროკავშირის წევრი. ეს არ ახსენდებათ, არ გახსენებიათ ტატუნაშვილი, ოთხოზორია, სამაგიეროდ თავისი ბელადები გაახსენდათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს