ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - დაღუპული პალესტინელების 70% ქალები და ბავშვები არიან

ღაზის სექტორში, 7 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში, დაახლოებით 18 800 პალესტინელი დაიღუპა და მათი 70% ქალები და ბავშვები იყვნენ, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, დაღუპულთა რიცხვში შედის ჯანდაცვის სექტორის 300-ზე მეტი თანამშრომელი, 86 ჟურნალისტი, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 135 თანამშრომელი და სამოქალაქო თავდაცვის ეკიპაჟის დაახლოებით 35 წევრი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია 51 100-ზე მეტი ადამიანი, ათობით სხვა ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამასთან, ღაზის სექტორის 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 8 ფუნქციონირებს ნაწილობრივ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება