რომის პაპი - ღაზაში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების სამიზნეები არიან - ვილოცოთ მშვიდობისთვის

კვლავ ძალიან სერიოზულ და სამწუხარო ამბებს ვიღებ ღაზის შესახებ, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების და სროლის სამიზნეები არიან, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომელიც ღაზაში, წმინდა ოჯახის სამრევლოს შეფარებული დედა-შვილის მკვლელობას გამოეხმაურა.

„უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების და სროლის სამიზნეები არიან და ეს მოხდა წმინდა ოჯახის სამრევლო კომპლექსშიც კი, სადაც იმყოფებიან არა ტერორისტები, არამედ ოჯახები, ბავშვები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, დები“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მან მრევლს მოუწოდა, ილოცონ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს.

„ზოგი ამბობს: „ეს არის ტერორიზმი და ომი“. დიახ, ეს არის ომი, ეს არის ტერორიზმი. ამიტომაც წმინდა წერილში ნათქვამია, რომ "ღმერთი უსვამს ომს წერტილს“, მოდით, ვილოცოთ უფლის მიმართ მშვიდობისთვის", - აღნიშნა რომის პაპმა.

ცნობისათვის, იერუსალიმის ლათინურმა საპატრიარქომ, რომელიც ზედამხედველობს კათოლიკურ ეკლესიებს კვიპროსის, იორდანიის, ისრაელის, ღაზასა და პალესტინის ტერიტორიებზე, შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სნაიპერმა დედა-შვილი მოკლა, რომელიც ღაზას წმინდა ოჯახის სამრევლოს აფარებდა თავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება