კომპანია ლისი დეველოპმენტი BARTA 2023-ის გამარჯვებულია

ლისი დეველოპმენტმა მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს BARTA 2023-ის საპატიო ჯილდო მიიღო. ლისი დეველოპმენტი ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

ლისი დეველოპმენტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე ცამეტი წელია ლიდერობს და გამოირჩევა თავისი მწვანე და ინოვაციური მიდგომებით.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს როგორებიცაა: საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - მწვანე ქალაქი ლისზე და კურორტი კოხტა-მიტარბი. ასევე, ლისი შავ ზღვაზე ახალი საკურორტო უბნის- ბუკნარის განვითარებასაც იწყებს. პროექტი სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს მოიცავს.

ლისი დეველოპმენტმა პირველმა დაამკვიდრა უნიკალური კონცეფცია -80/20, რაც გულისხმობს, რომ კომპანიის პროექტებში, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა.

კომპანია უძრავი ქონების სფეროში 50-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია. მათ შორის პროექტი "მწვანე ქალაქი ლისზე“ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის - FIABCI-ს მსოფლიო დაჯილდოებაზე გენერალური გეგმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ასევე, ლისი უკვე 11 წელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უძრავი ქონების დაჯილდოებაზე International Property Awards, ევროპის კონტინენტზე, სხვადასხვა პრიზის მფლობელია.

ცნობისთვის: BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება განახორციელა ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად. შედეგად მდგრადი ანგარიშგება ევროკავშირში ისეთივე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორიც ფინანსურ ანგარიშგებას უკავია.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება