გორის მერმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერთან ერთად, ნაძვის ხის ანთებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გორის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე, პატარების საახალწლო განწყობაზე „გორის გოგონათა გუნდმა“, “K DANCE STUDIO”-ის მოცეკვეებმა და გასართობმა ცენტრმა “HAPPY DAYS”-ის ანომატორებმა იზრუნეს.

ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყო ატრაქციონებიც, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.

გორი წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული. გარდა ცენტრალური მოედნისა, საახალწლო ილუმინაციები განთავსებულია თეატრის სკვერშიც, რომლებიც საქართველო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება