მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, რიგით მე-3 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი - „მედიაცია იურისტებისთვის“ გაიმართა

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი რიგით მე-3 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი -„მედიაცია იურისტებისთვის“ გაიმართა. ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია იურისტებისათვის“ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მარია სლაზაკმა, და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

„ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები. მთავარი მომხსენებელი გახლდათ მაიკლ მაკილვრაითი რომელმაც ისაუბრა მედიაციის ევოლუციაზე სამართლებრივ პრაქტიკაში. ფორუმზე უცხოელმა ექსპერტებმა გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება. დისკუსიის ფორმატში ასევე პანელის მონაწილეებმა განიხილეს წარმომადგენლის როლი მედიაციის პროცესში და ფინანსური კუთხით მედიაციის უპირატესობის საკითხი.

ფორუმზე ერთ-ერთი პანელის „ადვოკატის, როგორც მედიაციის პროცესში წარმომადგენლის გამოცდილების გაზიარება/სარგებელი, რომელსაც ადვოკატები მედიაციის საშუალებით იღებენ“ მოდერატორი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელები.

ფორუმის ერთ-ერთი პანელი დაეთმო ადვოკატთა ეთიკურ მოვალეობებს მედიაციის პროცესის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები.

ყოველწლიური ფორუმის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იურისტებში და წარმოჩენა იმისი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიაციის პრაქტიკის დანერგვა იურიდიულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ფორუმი „მედიაცია იურისტებისთვის“ არის ძალზედ კარგი შესაძლებლობა იურისტებისათვის ყოველწლიურად გაეცნონ დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სიახლეებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს