ჯუანშერ ბურჭულაძე - 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

„გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო. შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, უკვე გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ.

„ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა“, - განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს