ამერიკული ჟურნალი Wine Enthusiast - თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების ერთობლიობა საქართველოს გამოარჩევს მსოფლიოს დანარჩენი ღვინის რეგიონებისგან და აქცევს მას განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პრესტიჟულმა ამერიკულმა ღვინის ჟურნალმა Wine Enthusiast ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, Wine Enthusiast 1979 წელს დაარსდა, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში Wine Enthusiast სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“ გამოქვეყნდა. ამასთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში, ქართული ღვინის სარეკლამო პრესბანერები ჟურნალის ვებგვერდზე განთავსდება.

მათივე ცნობით, სტატიაში „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“, ქართული მეღვინეობის განვითარების 8 000 წლიან ისტორიასთან ერთად, თანამედროვე განვითარებულ ღვინის ინდუსტრიაზე, მის უნიკალურობასა და მრავალფეროვანებაზეა საუბარი.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ მეღვინეობაში, ქართველი მეღვინეები ღვინის დაყენების სხვა მეთოდებსაც აქტიურად მიმართავენ. ერთი მხრივ, ქვევრი და, მეორე მხრივ, ღვინის დაყენებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა, ქართველ მეღვინეებს საექსპერიმენტოდ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ეს, თანამედროვე და ტრადიციულ-ისტორიული ღვინის დაყენების ტექნოლოგიების ერთობლიობა გამოარჩევს საქართველოს მსოფლიოს დანარჩენი ღვინის რეგიონებისგან და აქცევს მას განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად“, - საუბარია სტატიაში.https://www.wineenthusiast.com/get-to-know-georgia-the-birthplace-of-wine/

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქტიური მედიაკამპანია მიმდინარეობს: ქართული ღვინის სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს