ღაზის სექტორის მთავრობა - 7 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე 92 ჟურნალისტი დაიღუპა

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე 92 ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზას მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში არ საუბრობენ ჟურნალისტების გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ბოლოს მოკლული ჟურნალისტები რამი ბადირი და ასემ ქამალ მუსა არიან, რომლებიც ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლნენ.

მედია ოფისმა ღაზის სექტორის ომში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი 92-მდე დაასახელა.

შეგახსენებთ, პალესტინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით 18 800 პალესტინელი დაიღუპა და მათი 70% ქალები და ბავშვები იყვნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება