„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს შეთავაზებების სივრცე დაემატა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს შეთავაზების სივრცე დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიზნესის განვითარებისა და წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური, იურიდიული თუ სხვა სახის ოპერაციების გამართული მუშაობა, სწორედ ამიტომ „საქართველოს ბანკი“, სივრცეს უთმობს პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესებს მათთვის საჭირო სერვისებს გამორჩეული პირობებით სთავაზობენ. მომხმარებლებს აღნიშნული შეთავაზებების ნახვა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტ ბანკსა და ბიზნეს მობილბანკში შეუძლიათ.

შეთავაზებების სივრცით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ კომპანიაში მიმდინარე პროცესები, გამართონ ფინანსური თუ იურიდიული მხარე, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია მარკეტინგის, შრომის უსაფრთხოების, მარაგების მართვის კუთხითა და სხვა მიმართულებით.

„საქართველოს ბანკი“ წლებია ბიზნესის განვითარებასა და გაძლიერებას უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შევქმნათ ახალი პროდუქტი თუ სერვისი ან გავაუმჯობესოთ უკვე არსებული. თანამედროვე სამყაროში, ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს, ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, პროცესების გამართული მუშაობა ამ დროს საციცოხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს ბიზნეს მომხარებლებს ინტერნეტ ბანკსა და მობილ ბანკში კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებებს ვახვედრებთ, რაც გულისხმობს: სპეციალურ ფასებს, უფასო სერვისებს, სუბსიდიებსა და სხვა შესაძლებლობებს. გვჯერა, რომ ბიზნესები აუცილებლად იპოვნიან მათ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებას, რაც მათ დაეხმარება, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ და გავნითარდნენ. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გავუმარტივოთ ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

შეთავაზების ახალი სივრცის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპრუდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ მიიღოთ აქ

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს