მიხეილ სარჯველაძე - 9 პირობის შესრულების ვადები იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც ობიექტურად შეიძლება იყოს ამისთვის აუცილებელი - წინასწარ, კალენდარული თარიღების ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია

9 პირობის შესრულების ვადები იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც ობიექტურად შეიძლება იყოს ამისთვის აუცილებელი - წინასწარ, კალენდარული თარიღების ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ვადაშია გაწერილი 9 პირობის შესრულების სამოქმედო გეგმით იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს მოლაპარაკების ეტაპზე.

მისივე თქმით, ყველა კომპონენტს თავის ვადა აქვს, თუმცა არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული თარიღი და რაღაც ეტაპზე ცვლილების საჭიროებაც შეიძლება არსებობდეს.

„დეტალების თაობაზე, როგორც კი გეგმა გამოქვეყნდება შეიტყობთ, ყველა კომპონენტს აქვს თავის შესრულების ვადა, მაგრამ ამის მკაცრად გაწერაც ძნელია ჩემი აზრით. ამ წუთას რის თქმაც შემიძლია არის ის, რომ ვადები იქნება ზუსტად იმდენი, რამდენიც ობიექტურად ამისთვის აუცილებელი შეიძლება იყოს საჭირო, წინასწარ კალენდარული თარიღებით განსაზღვრა ცოტა გამიჭირდება. გარკვეული მოსაზრებები (თარიღებთან დაკავშირებით) არსებობს, მაგრამ არ არის ასე აბსოლუტურად განსაზღვრული თარიღი და რაღაც ეტაპზე გასაგებია, რომ ამის ცვლილების საჭიროებაც შეიძლება არსებობდეს - გარკვეულ ეტაპზე რაღაცის შესრულება უფრო სწრაფად შეიძლება მოხერხდეს, რაღაცას დაჭირდეს მეტი ვადა. წინასწარ რომ კალენდარული თარიღები ზუსტად იყოს განსაზღვრული, ძალიან ძნელია. არ არის ეს ისეთი სამუშაო, რომელსაც ზუსტი იდენტიფიკატორები შეიძლება გააჩნდეს, ამას დასჭირდება შეთანხმებაც იმაზე, რა ითვლება და რა არ ითვლება შესრულებულად,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ