დავით მათიკაშვილი - არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა!

არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ევროინტეგრაციის თანმდევია ყველა ბენეფიტი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნის გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. ცხადია, ამ პროცესის თანმდევია ყველა ის ბენეფიტი, რაც როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ახასიათებს ამ პროცესს - ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სისტემაში. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფა არის ის ღერძი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა, რომელმაც შედეგად მოიტანა სტატუსის მიღება. ქართულ საზოგადოებას რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის დაეჯერებინა, ვისთვისაც ქვეყნის თავზე ჭურვების სროლა იყო უკეთესი, დღეს სტატუსი კი არა მეგობრებო, სად იქნებოდა საქართველო და რა უბედურებაში, კარგად წარმოსადგენია,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

კითხვაზე, რატომ აწარმოებდა მმართველი პარტია პროპაგანდას, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტი უნდა, მათიკაშვილი პასუხობს, რომ საუბარი იყო არა ევროკავშირზე, არამედ „ძალაზე, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას“.

„ევროკავშირს ომი უნდა თქვენ ვინმესგან გაგიგიათ? არა! აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არის გარკვეული ძალა, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას და ვისი ინტერესებიც იყო მათ შორის საქართველოს მხრიდან უფრო გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა, კარგად გვახსოვს უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებებიც, რომ მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თურმე მოხალისეები სახელმწიფოს უნდა გაეგზავნა. ამ ხაზს რომ აჰყოლოდა ქვეყანა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდა თუ გაგანია ომის პირობებში გაჩანაგებული იქნებოდა?! არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება