ფოთის მერია - ქალაქი ფოთი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტი „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ 2023 წლის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას“ ფოთის მერია, უკვე მეორე წელია, წარმატებით ახორციელებს.

„პროექტის მონაწილე მოზარდები ათი დღის განმავლობაში ეუფლებიან სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს, კინოსა და კულტურის მენეჯმენტს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და რეჟისორები ატარებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა" ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი - ,,ოქროს პეპელა" მოიპოვა.

„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ახალი მუნიციპალური სერვისების და სისტემური მიდგომების დანერგვას ქალაქის განვითარების პროცესში”, -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მათივე ცნობით, გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს