ხატია დეკანოიძე - ევროინტეგრაციამ მოიტანა სერიოზული ცვლილებები სახელმწიფოს დაცვის კონტექსტში, როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს არ ჰქონია „ჩალის ფასი“ და ამაზე კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ

„ქართული ოცნება“ საკუთარი დეზინფორმაციის ბადეში გაეხვა - ევროინტეგრაციამ მოიტანა სერიოზული ცვლილებები სახელმწიფოს დაცვის კონტექსტში, როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს არ ჰქონია „ჩალის ფასი“ და ამაზე კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის დახმარების შედეგად, თბილისს 2-3 წელში დახურული ცა ექნება.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„პირდაპირ საკუთარი დეზინფორმაციის ბადეში გაეხვია "ქართული ოცნება", რადგან პრაქტიკულად, მთელი ამ ორი წლის განმავლობაში სასტიკი ანტიდასავლური პროპაგანდა ჰქონდათ, ამბობდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ მეორე ფრონტი უნდა გაეხსნათ უკრაინას და დასავლეთს და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება სურდათ. ახლა აღმოჩნდა, რომ სტატუსი კარგია, ევროკავშირში ინტეგრაცია კარგია და „ჩალის ფასი“ არ ჰქონია. სულ უნდა შევახსენოთ მოქალაქეებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და სტატუსი არის ქართველი ხალხის დამსახურება. რაც შეეხება თავდაცვას, სამინისტრომ არანაირი ტექნოლოგიური სიახლეები არ შემოგვთავაზა, უფრო მეტიც, გაიზარდა სუს- ის ბიუჯეტი 20 პროცენტით მაშინ, როცა თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ამ დროს ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციამ მოიტანა სერიოზული ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს და სუვერენიტეტის დაცვის კონტექსტში. როგორც ჩანს კანდიდატის სტატუსს არ ჰქონია ჩალის ფასი და ამაზე კალაძემ უნდა გადაიხადოს ისევე როგორც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ფასი, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,- განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის