ანა დოლიძე - კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე „ქართული ოცნების“ ზეიმი და შემდეგ ამ ზეიმების განხილვა პოლიტიკურ წრეებში, მხოლოდ დროს გვაკარგვინებს, ახლა საქმის კეთება და რეფორმები საჭიროა

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაიწყოს იმ რეფორმების განხორციელება, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანამ „საშინაო დავალების“ სახით მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტიის ლიდერის თქმით, ახლა ზეიმის კი არა, საქმის კეთების დროა.

„ყველამ ვნახეთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელისუფლებამ ისევ პიარისთვის გამოიყენა. იმ ხელისუფლებამ, რომელიც მანამდე გვეუბნებოდა, რომ „სტატუსი არაფერს ნიშნავს“, „თუ არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ“ და ა. შ. ჩვენ თითოეულ მოქალაქეს მივულოცეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რადგან ეს არის მხოლოდ მათი დამსახურება. ის რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, რომელიც ზეიმებსა და ამის განხილვებში დროს კარგავს, მხოლოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ზეიმებსა და შემდეგ, სხვა პარტიების მხრიდან „ოცნებასთან“ ამ საკითხის განხილვაში შესვლა, დროის ფუჭი დაკარგვაა. უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ახლა საჭიროა რეფორმა, რეფორმა და მხოლოდ რეფორმა!

მოვუწოდებთ ყველას, დროულად შევუდგეთ რეკომენდაციებზე მუშაობას, პირველ რიგში კი, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს, რათა ათწლეულები მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არ გვქონდეს და დროულად გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

წევრობა კი, უკვე პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ეს იქნება ღირსეული ხელფასები და პენსიები, უმუშევრობის დაზღვევა თუ სხვა არაერთი რეფორმა, რომლის გატარებასაც პარტია „ხალხისთვის“ უკვე დიდი ხანია ითხოვს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია