ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 11 წელიწადში, წლიურად დასრულდა საშუალოდ, 2.1 მლნ კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას

ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით მინიმუმ გაორმაგებულია. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ფერმერებისთვის და მოქალაქეებისთვის.

„კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ. ინფორმაცია შეეხება დასრულებულ მშენებლობებსა და ზოგადად უძრავი ქონების ფასს. ზოგადად გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ სექტორში. 2013 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობმა 23.5 მლნ. კვ.მ შეადგინა. მათ შორის: დასრულებული საცხოვრებელი შენობების საერთო ფართობი 15.1 მლნ. კვ.მ-ს შეადგენს.

ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას. 0.8 მლნ. კვ. მ იყო მაშინ.

მათ შორის, აჭარაზე მინდა მოგახსენოთ:

2013-2022 წლებში აჭარაში საშუალოდ წლიურად 307 ათას კვ.მ შენობების მშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს. მაშინ იყო 90 ათასი კვ.მ. დღეს არის 300 000. ეს კონკრეტული შედეგი ასევე წარმოგიდგინეთ>

ამასთან, 2013-2022 წლებში საშუალოდ 1,4 მლნ. კვ.მ ფართობის საცხოვრებელი შენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდე საშუალო მაჩვენებელს. 0.3 მლნ. კვ. მ. იყო მაშინ.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია მინიმუმ. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს