„საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card-ის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ციფრული საფულით გადახდისას შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, „საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card - ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ციფრული საფულით გადახდისას შეღავათიანი ტარიფით ისარგებლონ.

მათი ინფორმაციით, ციფრული საფულით გადახდისას მომხმარებელი არა მხოლოდ მგზავრობის ხარჯს დაზოგავს, არამედ უფრო კომფორტულადაც გადაიხდის, რადგან ბარათის მობილურში დამატების შემდეგ, ერთი შეხებაც საკმარისია, რომ ტრანზაქცია წარმატებით შესრულდეს.

„ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის საჭირო და კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. ამიერიდან, „საქართველოს ბანკის“ Student და sCool Card - ის მფლობელებს შეუძლიათ გადაიხადონ ციფრული საფულით მარტივად და კომფორტულად, ტელეფონის მეშვეობით და ამასთანავე ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით. მის გასააქტიურებლად Student Card - ის შემთხვევაში სტუდენტებმა, ხოლო sCool Card - ის შემთხვევაში მშობლებმა, უნდა მოგვწერონ მობილბანკის ჩატში და აირჩიონ რომელი (ფიზიკური თუ ციფრული) ბარათით სურთ შეღავათის მიღება. ტარიფის ცვლილება კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ჩათის მეშვეობით. გვჯერა, აღნიშნული სიახლე ჩვენს მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას გაუმარტივებს და მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა თუ პროდუქტებზე მუშაობას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

აღსანიშნავია, რომ ციფრული საფულეში დამატებული „საქართველოს ბანკის“ ბარათების გამოყენება შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ბანკის ცნობით, ამ ქალაქებში მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით სარგებლობენ. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე