გიორგი ვაშაძის თქმით, ქვემო ქართლში შეხვედრის მთავარ საკითხებს კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯები და 2024 წლიდან კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა წარმოადგენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები, პარტიის ლიდერებთან ერთად ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარ საკითხებს კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯები და 2024 წლიდან კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა წარმოადგენს.

„ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ მთავარი ამოცანა ახლა არის რეფორმების სწრაფი განვითარება და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება - სწორედ ამიტომ გვჭირდება არჩევნებში გამარჯვება. “ქართული ოცნების“ გზა არის გრძელი გზა, რომელიც დამთავრდება არაფრით, ხოლო ჩვენი გზა არის სწრაფი გაწევრიანების გზა, რომელიც ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ დასრულდება. ამის გარშემო გვექნება საუბარი, თუ როგორ ვაპირებთ იმ კოალიციურ მმართველობაზე გადასვლას, რომელიც დააჩქარებს საქართველოსთვის ევროპული სიკეთეების მოტანას, სადაც ყველა ადამიანისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, გვექნება კარგი განათლება, კარგი სოციალური დაცვა და ვიქნებით ევროპული ტიპის მძლავრი, ძლიერი სახელმწიფო რეგიონში.

ვისაუბრებთ, თუ როგორ ვაპირებთ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს