პრემიერი - 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000-მდე იყო დაახლოებით, შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ

2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000-მდე იყო დაახლოებით, შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში 53 მლნ ლარის პროექტები განხორციელდა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მთავრობის მიერ საერთაშორისო IT კომპანიების მოსაზიდად. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი).

შედეგად, დღეისათვის საქართველოში 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს; მათ შორისაა ისეთი მსხვილი ყველასთვის ცნობილი კომპანიები, როგორიც არის Rakuten-ი Viber-ი, Epam-ი, Lineate-ი და სხვა ძალიან ბევრი დიდი კომპანია.

რა თქმა უნდა, წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერნეტიზაცია. 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000 მდე იყო დაახლოებით. შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ. ასევე, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში 53 მლნ ლარის პროექტები განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, გრძელდება და უკვე აშენებულია 800 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ჯამში დაიხარჯება 56 მილიონი ლარი და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელით. მათ შორის 1000-მდე სოფელი, მაღალმთიანი დასახლებები და ასე შემდეგ.

მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ წელს საქართველო გახდა რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც „სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება