პრემიერი - ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით (1.4 მილიარდი დოლარი) გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა - შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან

რაც შეეხება ტურიზმს და ავიაციას, წელს ძალიან წარმატებული გამოფენა მოეწყო ბერლინში, სადაც მოგეხსენებათ, რომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 200 ათასამდე სტუმარს 160-ზე მეტი ქვეყნიდან ჰქონდა საშუალება, რომ გასცნობოდა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ძალიან წარმატებულად ჩაატარა ეს გამოფენა.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით (1.4 მილიარდი დოლარი) გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს უკვე სამ კვარტალში გვაქვს 3.3 მილიარდი დოლარი, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 1,4 მილიონ მგზავრს; წელს, არსებული გათვლებით, 6.6 მილიონ მოგზაურს ვუმასპინძლებთ და 4.4 მილიარდ დოლარის შემოსავალს მივიღებთ, აი ამხელა ზრდა გვაქვს ტურიზმშიც ბოლო 11 წელიწადში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია