პრემიერი - 2012 წლამდე გაზიფიცირებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 55%, დაახლოებით 700 000 აბონენტი, ამჟამად ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია - 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში

ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს ბოლოს მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე.

„ასევე გაზიფიცირების პრობლემა იყო. 2012 წლამდე გაზიფიცირებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 55%, დაახლოებით 700 000 აბონენტი.

ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. 2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს