პრემიერი - 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი

2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 11 წელიწადში სახეზეა განათლების მიმართულებით ბიუჯეტის 300 %-იანი ზრდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წელს ფუნქციონირებდა 1,200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 1,690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო.

„რაც შეეხება განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი. წელს უკვე 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. 300 %-იანი ზრდა გვაქვს განათლების მიმართულებით ბოლო 11 წელიწადში.

2012 წელს ფუნქციონირებდა 1,200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც რა თქმა უნდა, ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 1,690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო.

ასევე, ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც გულისხმობს თითქმის 1000 მდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია- მშენებლობას. ამ პროგრამის ფარგლებში მილიარდ 300 მილიონი იქნება გამოყოფილი და ყველა ბაღი მოეწყობა ერთანი, ევროპული, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ამჟამად 208 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტები მიმდინარეობს, ხელშეკრულებები გაფორმებულია უკვე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო