პრემიერი - მსუბუქი ავტომობილებისთვის 1-ელი იანვრიდან, ავტობუსებისა და სატვირთოებისთვის 2025 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შემოღება გვაქვს გადაწყვეტილი და ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5 სტანდარტზე უარესი ხარისხის, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილი

მსუბუქი ავტომობილებისთვის 1-ელი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შემოღება გვაქვს გადაწყვეტილი. ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5 სტანდარტზე უარესი ხარისხის, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გადაწყვეტილება არ შეეხება უკვე არსებულ, ასევე - რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. გარემოს დაცვის მიმართულებით, ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი, როგორც მოგახსენეთ. ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ ასევე ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად: მსუბუქი ავტომობილებისთვის 1 იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შემოღება გვაქვს გადაწყვეტილი. ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5 სტანდარტზე უარესი ხარისხის, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილი. გადაწყვეტილება არ შეეხება უკვე არსებულ, ასევე - რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს.

ადრეული გაფრთხილების სისტემა ღონისძიებათა მთელ კომპლექსს გულისხმობს.

მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი. ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და პროცესი გრძელდება. ბოლო წლებში შევისყიდეთ ორი თანამედროვე რადარი. წლის ბოლომდე დასრულდება რუკები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სტიქიის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს.

16 მილიონი ლარით გაიზარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი და მომავალი წლიდან იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის მყინვარული ხეობების საფრთხეების შეფასება, მეწყრული უბნების მონიტორინგი და ადრეული შეტყობინების სისტემის გაძლიერება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება