ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება - დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება

დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კითხვას, დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, რათა „ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში დაეხმაროს.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ 55%-ზე მეტი რეიტინგი აქვს.

„ახლა საარჩევნოდ ჩვენ ისეთი ვითარება გვაქვს, თუ დავიკლებთ პროცენტებს თორემ მომატებაზე შეიძლება არც იყოს საქმე 9ეს ნახევრად ხუმრობით). ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა პარტიამ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მაჩვენებელი.

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდით გაძლიერება, რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, ამისთვის ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები. დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება, ისედაც გვაქვს 55%-ს ზემოთ რეიტინგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები