პრემიერი - შოვში,  ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონ ლარი გამოიყო, ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე

წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე.

„წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი. ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება