პრემიერი - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 376 მილიონი ლარი, მაშინ როცა, წელს ბიუჯეტია 1.914 მილიარდი ლარი -    5-ჯერ მეტია გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი მაშინ, როცა პატარა მონაკვეთებს სხვადასხვა მხრიდან ხსნიდნენ კვირაში რამდენჯერმე

ბოლო 11 წელიწადში, 10 800 კილომეტრამდე მუნიციპალური გზა დაიგო, 3.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა ამ გზების დაგება-რეაბილიტაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 376 მილიონი ლარი.

„ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 376 მილიონი ლარი, მაშინ როცა, წელს ბიუჯეტი არის 1.914 მილიარდი ლარი, ანუ 5-ჯერ მეტი არის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, მაშინ როცა გახსოვთ, რომ პატარა მონაკვეთებს სხვადასხვა მხრიდან ხსნიდნენ კვირაში რამდენჯერმე.

ასევე, რა თქმა უნდა, იცით თქვენ, ძალიან მოკლედ შევეხები წყალმომარაგების საკითხებს, რომელიც ძალიან მნიშვენლოვანია. 2012 წელთან შედარებით, 15-ჯერ არის გაზრდილი წყალმომარაგების ბიუჯეტი, 15-ჯერ არის გაზრდილი, იყო 30 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები და ახლა არის 500 მილიონი ლარი. ამჟამად მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები 170-ზე მეტ მდებარეობაში, რომელთაგან 60 წელს დასრულდება. შედეგად ჩვენ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო