ანტიკორუფციულმა ბიურომ კონფერენცია თემაზე - „ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობა რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებით" გამართა

ანტიკორუფციულმა ბიურომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით, კონფერენცია თემაზე - „ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობა რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებით" გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველმა მოადგილემ, თამთა კაჭკაჭიშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ გახსნეს.

„კონფერენციის ფარგლებში ისაუბრეს კორუფციის რისკების შეფასებაზე, ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერები, შიდა აუდიტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლები.

კონფერენცია განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" (GFG) ფარგლებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს