პრემიერი - 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარია

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და არის ჩვენი ექიმების, სამედიცინო პერსონალის ხელფასების ზრდა. 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 10%-ით, პირველი ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი კვლავ გაიზარდა 10%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1-ელი იანვრიდან ცენტრის ყველა თანამშრომელი სარგებლობს გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტით.

„ასევე მომდევნო წლიდან გათვალისწინებულია ჯანდაცვის პერსონალის ხელფასის 10%-იანი ზრდა, 2024 წლიდან მინიმალური ხელფასები განესაზღვრებათ უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, მეან-ექთანს და სანიტარს.

აქაც მინდა შედარებისთვის გითხრათ 2012 წელს ექიმის ხელფასი იყო 450 ლარი, წელს 2184 ლარი არის ექიმის ხელფასი, ხოლო ექთნის – 300 ლარი იყო 2012 წელს და ახლა გახდა 1665 ლარი.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართლებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ბავშვებისა, ხანდაზმულების, დევნილებისა თუ ვეტერანების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

ბავშვების დახმარების თაობაზე უკვე მოგახსენეთ, რომ მნიშნელოვანია ამ სოციალური დახმარების გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, შშმ პირთა და ბავშვთა სოციალური პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, წელს 500-800 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზარდა ორსულთა სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, ასევე დეკრეტული შვებულების დროს, 2000 ლარს გადაუხდის ბიუჯეტიდან სახელმწიფო.

„მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რეანომობილების დეფიციტი იყო ქვეყანაში და სამინისტრომ წელს უკვე ამ მიმართულებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ცენტრის ავტოპარკს დაემატა 23 ახალი რეანომობილი, რომელიც განაწილდება მთელს ქვეყანაში და ამის პრობლემა აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე 105 ავტომობილი დაემატება მომავალი წლიდან, სასწრაფო დახმარების მანქანას ვგულისხმობ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტური გახდება ცენტრის მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო