ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა 12 იუსტიციის სახლი - დღეისთვის ფილიალების რაოდენობა 118-ამდე არის გაზრდილი

რაც შეეხება იუსტიციის სახლებს, აქაც ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა 12 იუსტიციის სახლი. 110 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული დღეისათვის და ფილიალების რაოდენობა 118-ამდე არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც შარშან დაიწყო და უკვე დარეგისტრირდა 450 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.

„რაც შეეხება იუსტიციის სახლებს, აქაც ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა 12 იუსტიციის სახლი. 110 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული დღეისათვის და ფილიალების რაოდენობა 118-ამდე არის გაზრდილი, მათ შორის იუსტიციის სახლები გაიხსნა სამ პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც ინოვაციაა და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გაისად ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის ახალი სახლი და რა თქმა უნდა, დაფარავს მთელ საქართველოს.

მნიშვნელოვანი იყო მობილური იუსტიციის სახლის პროექტი. 470-ზე მეტი სერვისით სარგებლობა თანაბრად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელზეც მინდა მოკლედ აღვნიშნო, ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც ჩვენ შარშან დავიწყეთ. უკვე დარეგისტრირდა 450 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლებიც ეკონომიკურ ბრუნვაში მოექცა და დადებითი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ მაჩვენებელზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და ეს პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს", - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო