იოავ გალანტი - ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა

ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ადრე ჩრდილოეთშია შესაძლებელი“, - განაცხადა იოავ გალანტმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელს სამხედრო ოპერაციის ვადებსა და პირობებს არ კარნახობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება