წითელ ზღვასა და ადენის ყურეში, ჰუსიტების მიერ გემებზე თავდასხმების გამო, აშშ-ის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ოპერაცია იწყება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ აშშ-ს ხელმძღვანელობით ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება.

„ვაცხადებ ოპერაცია Prosperity Guardian-ის დაარსების შესახებ - ეს არის მნიშვნელოვანი ახალი მრავალეროვნული უსაფრთხოების ინიციატივა გაერთიანებული საზღვაო ძალების ქოლგის ქვეშ და მისი 153 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს წითელ ზღვაში უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელსაც ქმნის არასახელმწიფო აქტორი საერთაშორისო წყლებში კანონიერად მცურავი სავაჭრო გემების მიმართულებით რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებით.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, შედის : გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი.

„იემენიდან მომდინარე ჰუსიტების უგუნური თავდასხმების გამო შექმნილი ესკალაცია საფრთხეს უქმნის ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს, საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონს. წითელი ზღვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც არსებითია ნაოსნობის თავისუფლებისთვის და მთავარი კომერციული დერეფანი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას“, - განაცხადა ოსტინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება