ბელგრადში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, მათი მტკიცებით, დედაქალაქში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა

სერბეთის პროდასავლური ოპოზიციური მოძრაობა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ათასობით მხარდამჭერმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, დედაქალაქში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა და საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება დემოკრატიული მოთხოვნების შესაბამისად. მომიტინგეები ბელგრადის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც სერბეთის რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : "ღალატი", "არ დავთმობთ არჩევნებს", "არ დავთმობთ გამარჯვებას". მედიის ინფორმაციით, მათ საარჩევნო კომისიის შენობა კვერცხები, პომიდვრები და ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს, თუმცა, ორგანიზატორების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ შეჩერდნენ.

ბელგრადის მერობის კანდიდატმა მოძრაობიდან - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - ვლადიმერ ობრადოვიჩმა განაცხადა, რომ მონაწილეები აქციას „მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე“ გააგრძელებენ.

ბელგრადის საკრებულოს ორმა ოპოზიციურმა კანდიდატმა შიმშილობა გამოაცხადა.

დედაქალაქის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ კოალიციამ ბელგრადის ასამბლეის არჩევნებში ხმების 39.34 პროცენტი მიიღო. პროდასავლურმა ბლოკმა კი - 34.27 პროცენტი. მოძრაობა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ლიდერების მტკიცებით, არჩევნების დროს სხვა ქალაქებიდან დედაქალაქში 40 000-მდე ამომრჩეველი გადაიყვანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება