ისლანდიის რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

ისლადნიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, - ინფორმაციას CNN-ი ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამოფრქვევა ჰაგაფელთან ახლოს, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კილომეტრში მოხდა და ვულკანის ამოფრქვევას მიწისძვრა უძღოდა წინ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გრინდავიკიდან დაახლოებით 4 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.

ისლანდიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნაპრალის სიგრძე თითქმის 4 კილომეტრია. ამოფრქვევის ზუსტი ადგილმდებარეობისა და ზომის დასადასტურებლად ხელისფლებამ სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნა. ტერიტორია დაკეტილია და მოსახლეობა მკაცრად არის გაფრთხილებული, ამოფრქვევის ადგილს არ მიუახლოვდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება