რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 1 სარაკეტო და 6 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი დრონი და მართვადი რაკეტა გაანადგურეს

რუსული ძალები, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე არტილერიისა და დრონების გამოყენებით თავდასხმებს განაგრძობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას „შაჰედ-136/131“ ტიპის 2 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. საჰაერო თავდაცვამ ორივე დრონი გაანადგურა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შეტევა რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან განხორციელდა. უკრაინელებმა ორივე დრონი ხმელნიცკის ოლქში გაანადგურეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 6 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 62-ჯერ გაუხსნეს. თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.

ამასთან, რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 140-ზე მეტ დასახლებას. დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას დასახლებაზე კი საჰაერო დარტყმები განხორციელდა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის კუთვნილი საარტილერიო დანადგარი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს