თენგიზ ნასარიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და დასწრებოდნენ პანელურ დისკუსიებს.

„აგროტექნოლოგიების და აგროინოვაციების ფორუმი ფერმერებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის კარგი პლატფორმაა საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მისასალმებელია ღონისძიებაში ახალგაზრდების მონაწილეობა. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარებისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ.

მათივე ცნობით, ფორუმს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორი ლუიზა ნამიჩეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

„ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა.

აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!